ზურაბ ჯაფარიძე ახალ „გირჩს“ დააფუძნებს
ზურაბ ჯაფარიძე 26 დეკემბერს ახალ „გირჩს“ დააფუძნებს. პარტიის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. ზურაბ ჯაფარიძის თანაშემწის ნინა საჯაიას განმარტებით, პარტია დარეგისტრირდება სახელით “მეტი თავისუფლება-გირჩი”.
„ძველი პარტია, რომელიც იყო “გირჩი”, მას ოფიციალური დასახელება ჰქონდა - ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი”, მაგრამ ამას ასე არავინ მოიხსენიებდა. ახლა უბრალოდ, ფორმალურად ჩავწერთ “მეტი თავისუფლება - გირჩი” და ვიქნებით ისევ “გირჩი” და უბრალოდ ფორმალურ ნაწილში ეწერება აღნიშნული სახელი, თორემ სახელს არ ვთმობთ. ფაქტობრივად გამოდის, რომ ორი “გირჩი” იქნება და გაჩნდება ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია და ხალხი თვითონ აირჩევს რომელი “გირჩისკენ” გადაიხრება. რაც შეეხება პარტიის ლოგოს, კანონში მთავარი მოთხოვნა წერია, რომ არ იყოს ზუსტად იმნაირი, როგორიც არის “გირჩის” ლოგო, აქედან გამომდინარე, ერთი წერტილიც რომ მივუმატოთ დარეგისტრირდება, როგორც ლოგო. ანუ ლოგოშიც დიდი განსხვავება არ იქნება”, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, 26 დეკემბერს პარტიის ყრილობაზე დაახლოებით 400-მდე ადამიანი შეიკრიბება.



| Print |
FaceBook Twitter Google