ვინ გახდნენ "ქარტიის პრიზი 2020"-ის გამარჯვებულები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ "ქარტიის პრიზი 2020-ის" გამარჯვებულები გამოავლინა.
ჟიურიმ საუკეთესოდ შემდეგი ნამუშევრები მიიჩნია:

-ვიდეორეპორტაჟი - თამარ გელაშვილი - სტუდია მონიტორი - უშგულის ზარი
-მულტიმედია - თეა თოფურია - რადიო თავისუფლება - მოგიყვებით, როგორია საარსებო მინიმუმით ცხოვრება - რადიო თავისუფლების ექსპერიმენტი; ექსპერიმენტი გრძელდება: მეორე კვირა საარსებო მინიმუმზე; მესამე კვირა საარსებო მინიმუმზე;
-ჟურნალისტური გამოძიება - ზურა მოდებაძე - სტუდია მონიტორი - სუს-ის პროტეჟეები;
-სტატია - თამარ ბაბუაძე, სალომე მელუა - ინდიგო - აკრძალული ჰაერი;
-მულტიმედია COVID-19-ზე - მანანა ქველიაშვილი - ბათუმელები - COVID-19 აჭარაში;
-სტატია COVID-19-ზე - რობიზონ ზარიძე - სამხრეთის კარიბჭე - საკარანტინო სასტუმროების პროგრამა - მილიონები პარტიის მეგობრებს;
-ვიდეორეპორტაჟი COVID-19-ზე - ვლადიმერ ჩხიტუნიძე - სათემო რადიო მარნეული - „ძალიან მეშინოდა“, "არ ვიცოდი ომი იყო თუ რა“ - Covid-19 და მარნეულის ყრუთა კავშირის ბენეფიციარები;
-გამოძიება COVID-19-ზე - გიორგი მგელაძე - რადიო თავისუფლება - “პირბადე ლუგარის სერტიფიკატით” - სარეკლამო მინაწერი თუ ხარისხის ნიშანი;

პირველ ოთხ კატეგორიაში პრიზი გაიცა აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო COVID-19-ის საკითხებზე პრიზი დაწესებული იყო IREX-ის M-TAG პროგრამის მიერ.
| Print |
FaceBook Twitter Google