ბაკურციხე-თელავის გზაზე ვიდეოკამერები ჩაირთო
ბაკურციხე-თელავის ცენტრალურ მაგისტრალზე, შსს- მიერ დამონტაჟებული კამერები ამუშავდა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქეებიც წერენ. მათი განმარტებით, ვიდეოჯარიმები უკვე მიიღეს.

როგორც speqtri.-ge-სთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი, ბაკურციხეში, თბილისი-გურჯაანის მონაკვეთზე წრიულთან განთავსებული კამერა, ამჟამად სრულყოფილად მუშაობს და დარღვევებზე მძღოლები შესაბამის ვიდეოჯარიმებსაც მიიღებენ. ეს ეხება ისეთ გადაცდომებს, როგორიცაა ტექდათვალიერების არქონა, სიჩქარის გადაჭარბება და ა.შ.

დეტალური ინფორმაციისთვის ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ და დამატებით ინფორმაციას პასუხის მიღებისთანავე მოგაწვდით.

აქვე გთავაზობთ იმ ლოკაციების ჩამონათვალს კახეთში, სადაც 2019 წლის აპრილის მონაცემებით კამერები იყო განთავსებული.

| Print |
FaceBook Twitter Google