კახეთში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა
კახეთში კორონავირუსს კიდევ სამი ადამიანი ემსხვერპლა და ლეტალური შემთხვევების რიცხვი 57- მდე გაიზარდა.
ვირუსით გარდაიცვალა თელაველი 82 წლის კაცი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მცხოვრები, 70 წლის პენსიონერი. ორივე მათგანი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

COVID-19- ს ემსხვერპლა საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული 68 წლის კაცი, რომელიც საგარეჯოდან იყო.


| Print |
FaceBook Twitter Google