ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 430 კოვიდინფიცირებული იმყოფება
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით,  დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 824 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისში დაფიქსირდა.

საერთო სურათი კი რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება: : თბილისში 333 შემთხვევა, აჭარა - 84, იმერეთი - 111, ქვემო ქართლი - 67, შიდა ქართლი - 78, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 41, კახეთი - 35, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 22 628, საიდანაც, 6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 094. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი.1 824 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 14 177 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 489 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google