გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა
80 წლის ასაკში, საქართველოს სახალხო არტისტი გოგი (გიორგი) ქავთარაძე გარდაიცვალა.
გოგი ქავთარაძე გადაღებულია 25 ფილმში, არის ერთი ფილმის რეჟისორი. ის საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი იყო. მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება. გოგი ქავთარაძე კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერია.

| Print |
FaceBook Twitter Google