მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენები პარლამენტში დღესაც გაგრძელდება
მეათე მოწვევის პარლამენტი მომდევნო კვირაში ახალ მთავრობას დაამტკიცებს. კომიტეტებში მოსმენა გრძელდება.

საკანონმდებლო ორგანოში დღეს ძალოვანი უწყების მინისტრობის კანდიდატებს, ასევე, იუსტიციის, განათლების, ჯანდაცვისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე კი მთავრობის მომავალი წევრები სამთავრობო პროგრამას წარადგენენ.

24 დეკემბერს პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც მთავრობის შემადგენლობას დაამტკიცებენ. ნდობის მისაღებად, მინისტრთა კაბინეტს 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google