კახეთში თოვლია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში ცივი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი.

უწყების ინფორმაციით, +5 გრადუსი და მცირე თოვაა ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. თელავშიც თოვაა ნავარაუდევი. დღის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია ამოსალოდნელი. ასევე თოვას ვარაუდობენ სინოპტიკოსები სიღნაღში, სადაც +4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი +1 გრადუსი არის ნავარაუდევი.


| Print |
FaceBook Twitter Google