ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 575 551 ახალი შემთხვევა დადასტურდა- ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 575 551 ახალი შემთხვება დადასტურდა, ხოლო 9 267 ადამიანი გარდაიცვალა.

უწყების ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 75 704 857 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 690 061 ადამიანი გარდაცვალა. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

| Print |
FaceBook Twitter Google