უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ლეგალური ყოფნის ვადა 1 ივლისამდე გაუხანგრძლივდათ
ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N164
განკარგულებაში.
ცვლილების მიხედვით, საქართველოში მყოფი უცხოელები ან მოქალაქეობის არ
მქონე პირები, რომლებიც 2020 წლის 14 მარტისთვის ლეგალურად
იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და გლობალური პანდემიით
გამოწვეული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება კანონიერად
ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილნი არიან, საქართველოს
ტერიტორიაზე 2021 წლის 1 ივლისამდე დარჩნენ.
შესაბამის განკარგულებაში ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოში
მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ლეგალური ყოფნის ვადა მიმდინარე წლის
31 დეკემბრამდე ჰქონდათ.
მასალის გამოყენების პირობები