ზაფხულის საბურავებით გომბორის გზაზე ნუ წამოხვალთ - საგზაო დეპარტამენტი
გომბორის უღელტეხილზე ინტენსიურად თოვს და ამ დროისთვის -4 გრადუსია. უამინდობის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკაშირებელ გზაზე შეზღუდვები დაწესდა.
ამის შესახებ speqtri.ge-ს საგზაო დეპარტამენტის თელავის სამმართველოს უფროსმა თამაზ აბდულაშვილმა განუცხადა.

-"რთულ ადგილებში დაყრილი გვაქვს ტექნილკური მარილი, სადაც მკვეთრი მოსახვევები და ქანობებია, ახლა სწორ ადგილებზე იყრება. ამ დორისთვის უკვე იმხელა თოვლია, რომ ტრაქტორით ვწმენდთ გზას. მოძრაობა ზამთრის საბურავებითა და მაღალი გამავლობის მანქანებისთვის თავისუფალია, ზაფხულის საბურაბვებით არ ვუშვებთ მძღოლებს. მინდა საშუალებით ვთხოვო მძღოლებს, ზაფხულის საბურავებით ამ გზაზე ნუ წამოვლენ"- აღნიშნა აბდულაშვილმა.

მოძრაობას გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.


| Print |
FaceBook Twitter Google