გასცემენ თუ არა საახალწლოდ სახელფასო დანამატებს კახეთის თვითმმართველობებში
როგორც ყოველთვის, საახალწლოდ სახელფასო დანამატების გაცემის საკითხი ახლაც აქტუალურია, მით უფრო პანდემიის ფონზე.
Speqtri.ge-მ კახეთის ყველა თვითმმართველობაში გადაამოწმა, აიღებენ თუ არა ხელფასის გარდა სხვა თანხას საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები.

როგორც აღმოჩნდა, საახალწლოდ, სახელფასო დანამატების გაცემა არსად არ იგეგმება.

-„ აკრძალული გვაქვს, ქვეყნის ბიუჯეტში არის ჩაწერილი, რომ არც ჯილდოს გაცემის უფლება გვაქვს და არც დანამატის, არც თანხა გვაქვს გათვალისწინებული. ვინც გასცემს, ესე იგი, კანონს დაარღვევს,“- აღნიშნა ჩვენთან საუბარში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა თინათინ ძაბილაშვილმა.

აღნიშნულ საკითხზე ვესაუბრეთ სიღნაღის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს მალხაზ სიფრაშვილს.

-„ამ ეტაპზე ჯილდოებისა და სახელფასო დანამატების გაცემაზე საუბარი არ არის, პანდემიის გამო შეჩერებულია. წლის ბოლოს, ხდება თამშრომელთა შეფასება და წესით ამ შეფასების საფუძველზე უნდა აიღონ დანამატი, თუმცა როგორც გითხარით, ჯერ ამაზე საუბარი არ ყოფილა. გასულ წელს თანამშრომლებმა დანამატები 200 ლარის ოდენობით აიღეს, “ - აღნიშნა სიფრაშვილმა.

როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში გავარკვიეთ, პანდემიის გამო სახელემწიფო ჯილდოების გაცემა თვითმმართველობებისთვის შესაბამისი დადგენილებით აკრძალული არ არის. თუკი ბიუჯეტში შესაბამისი თანხა გათვალისწინებულია, თანაშრომელთა შეფასების საფუძველზე, დანამატების გაცემით საბიუჯეტო ორგანიზაციები  კანონს არ დაარღვევენ.


| Print |
FaceBook Twitter Google