გურჯაანელი ახალგაზრდა გაჭირვებულებს 400 პურს უფასოდ დაურიგებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მდებარე ერთ-ერთი საცხობის მეპატრონემ, გურჯაანელმა, თაზო  ნიჟარაძემ, პანდემიის გამო, ქველმოქმედება და  გაჭირვებულებზე 400 პურის უფასოდ დარიგება გადაწყვიტა. პურს ხვალ, გურჯაანში, 11:00 საათისთვის სანაპიროს ქუჩაზე დაარიგებენ. 

"დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს. კოვიდ პანდემიამ კიდევ უფრო უარყოფითად იმოქმედა მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ზოგიერთ მათგანს იმის შესაძლებლობაც არ აქვს, რომ პური შეიძინოს. სწორედ ამან გამიჩინა იდეა, რომ მცირედი მაინც გამეკეთებინა მათ დასახმარებლად. ერთ ოჯახს გადავცემთ საშუალოდ 4 პურს. ვიმედოვნებ, მოვახერხებთ სამართლიანად გადანაწილებას. ბოლოს კი, ყველას მოვუწოდებ, რომ თუ რაიმე რესურსი გააჩნიათ, დაეხმარონ გაჭირვებულ ოჯახებს. თანადგომა და სიკეთე ის ცნებებია, რომლებიც აუცილებლად გადაგვარჩენს,"- ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში თაზო ნიჟარაძე.
| Print |
FaceBook Twitter Google