საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი ჯერ არ დადასტურებულა- ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში ჯერჯერობით კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევა არ დადასტურებულა

„კვლევის შედეგებს ლუგარის ლაბორატორია იკვლევს და როგორც კი ინფორმაცია გვექნება, აუცილებლად გაცნობებენ. ჯერჯერობით საქართველოში ახალი შტამი არ დადასტურებული არ არის“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.

| Print |
FaceBook Twitter Google