პატრულის თანამშრომლებს თანამედროვე სტანდარტის ახალი უნიფორმა აქვთ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პატრულ-ინსპექტორებისთვის  ზამთრის სამუშაო ფორმა შეცვალა.
უწყების ინფორმაციით, თანამედროვე დიზაინის თბილი ქურთუკები და ზამთრის ფეხსაცმელები სპეციალურად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის არის შექმნილი და ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.
პატრულ-ინსპექტორების ზამთრის ახალი უნიფორმა შეკერილია საქართველოში, მაღალხარისხიანი და გამძლე მასალისგან. მიმდინარე კვირის განმავლობაში, ზამთრის ახალი უნიფორმები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპატრულო პოლიციის 4000 თანამშრომელს დაურიგდა.

| Print |
FaceBook Twitter Google