სრული ლოკდაუნი არ იქნება - გიორგი გახარია
პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში არანაირი სრული ლოკდაუნი არ იქნება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პრემიერ მინისტრის განმარტებით, მთავრობა მიჰყვება დასახულ გეგმას. მისივე თქმით, ქვეყანაში სრული ლოკდაუნის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს. 
„არ იქნება არანაირი შეზღუდვა ავტომობილებით და ფეხით გადაადგილებაზე. ერთადერთი 24 დეკემბრიდან გახსნილი სავაჭრო ობიექტები დაიხურება“, - აღნიშნა მან. 


| Print |
FaceBook Twitter Google