მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი არ გაიზრდება - ნათია თურნავა
ეკონომიკის მინისტრისნათია თურნავას განმარტებით, გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფის გადახედვა წელს არ იგეგმება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თურნავას განცხადებით, ერთი წლის წინ მოხდა გაზის ტარიფების გადახედვა. „იმიტომ, რომ დიდი ინვესტიცია განხორციელდა გაზიფიკაციის პროექტში და ეს აისახა ტარიფში, მაგრამ მოსახლეობას ეს საერთოდ არ უგრძვნია. მაშინაც, როგრც ახლა სუბსიდირების გადაწყვეტილება მივიღეთ“,- აღნიშნა მან.

მისი თქმით, რომ არა სუბსიდირება, გაზის ტარიფი მოსახლეობისთვის გაცილებით მაღალი იქნებოდა. „წელს გაზის კორპორაციის მეშვეობით ვაკეთებთ მოსახლეობის ტარიფის სუბსიდირებას. რომ არა სუბსიდირება გაზის ტარიფი გაცილებით მაღალი იქნებოდა მოსახლეობისთვის. ამ ნაწილშიც ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას“, - განაცხადა თურნავამ.

| Print |
FaceBook Twitter Google