დიზაინერი პიერ კარდენი გარდაიცვალა
ცნობილი ფრანგი დიზაინერი პიერ კარდენი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

პიერ კარდენმა თავისი მოდის სახლი 1950 წელს დაარსა და დღეს უკვე 70-წლიანი ისტორია აქვს. ის ცნობილი იყო მისი ავანგარდული სტილით, უპირატესობას ანიჭებდა გეომეტრიულ ფორმებსა და მოტივებს. პიერ კარდენის ბიზნესი მსოფლიოს 110 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

| Print |
FaceBook Twitter Google