სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად
შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 525 ფაქტი
გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის
შესაბამისად 95 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან
მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული
გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის
განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის
შესაბამისად 430 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შეგახსენებთ, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს
ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის
შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის
წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის
42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით,
ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები