შსს-მ ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი
რეგულაციების დარღვევის 716 ფაქტი გამოავლინა. პოლიციამ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის
შესაბამისად 104 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის
5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა
ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის
ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის
შესაბამისად 612 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შეგახსენებთ, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს
ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის
შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური
პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის
ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები