კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა
stopcov.ge -ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 241 637 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 227 208-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 820 მოქალაქე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google