კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ მსოფლიოში 91 მილიონს გადააჭარბა
Worldometers- მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 91 მილიონს გადააჭარბა.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 1.95 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 65 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 24 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - დიდი ბრიტანეთია.

| Print |
FaceBook Twitter Google