გურჯაანის სკოლებში სწავლა 18 იანვრიდან განახლდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი ორშაბათს, 18 იანვრიდან განახლდება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არ არსებობს.

„სწავლა ყველა საჯარო სკოლაში იწყება ამ ეტაპისათვის. ჯერჯერობით არ შემოსულა არცერთი სკოლიდან და საზოგადოებრივი ჯანდაცვიდან განცხადება იმის თაობაზე, რომ პროცესი გადაიდოს. თუკი სადმე რამე პრობლემაა და ონლაინრეჟიმში განახლდება სწავლა, ამ დღეებში გახდება ცნობილი.“

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე საჯარო სკოლები ონლაინსწავლებაზე იყვნენ გადასულები.

| Print |
FaceBook Twitter Google