სოფელ ჯიმითში მინი სტადიონი მოეწყობა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედანი მოეწყობა. 
მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, წინადადებების მიღების ვადა 25 იანვარს იწურება.

სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 69 143 ლარია. ტენდერის პირობებით ნაკისრი ვალდებულებები გამარჯვებულმა კომპანიამ 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეასრულოს.


| Print |
FaceBook Twitter Google