რომელი ქუჩების რეაბილიტაცია განხორციელდება წნორში
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, მიმდინარე წელს,  ოთხი ქუჩის რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს, რისთვისაც სავარაუდოდ 1 მილიონ 830 790 ლარამდე თანხა დაიხარჯება.
მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებებების მიღების ვადა 22 იანვარს სრულდება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება ახმეტელის, ვაჟა მოსულიშვილის, ბარათაშვილისა და სარაჯიშვილის ქუჩებს. 

ტენდერში გამარკვებულმა კომპანიამ სამუშაოები 120 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეასრულოს. 

| Print |
FaceBook Twitter Google