კორონავირუსის მორიგი მსხვერპლი კახეთში
კახეთში კორონავირუსით 87- ე პაციენტი გარდაიცვალა.
კოვიდინფიცირებული 75 წლის კაცი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ცხოვრობდა. მკურნალობის კურსს ხანდაზმული თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.

ცოტა ხნის წინ, რეგიონში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 9,782- მდე გაიზარდა.


| Print |
FaceBook Twitter Google