„ქართული ოცნების“ წევრები ხვალ პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ
ხვალ 16 ანვარს, „ქართული ოცნების“ წევრები პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ.

პარტიულ ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეა წარდგენილი, თუმცა საბჭოს შემადგენლობაზე ჯერ ოფიციალურად არაფერი თქმულა. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა 15-დან 21-მდე იზრდება.

| Print |
FaceBook Twitter Google