ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 238 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი ისევ თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით მდგომარეობა ასე გამოიყურება : თბილისი - 496 შემთხვევა, აჭარა - 52, იმერეთი - 187, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 83, გურია - 33, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 105, კახეთი - 88, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც: 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,მძიმე პაციენტია 777 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი, 648 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 9 294 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

| Print |
FaceBook Twitter Google