დღეში 1 500 ინფიცირებული საკმაოდ მაღალი ციფრია- გიორგი გახარია
დღეში 1 500 ინფიცირებული საკმაოდ მაღალი ციფრია. დღეს ჩვენ მაინც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და 1-ელ თებერვლამდე არსებული შეზღუდვები გავახანგრძლივოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ყველას ერთად გვიწევს პანდემიასთან ბრძოლა. პირველი შემთხვევა სწორედ იანვარში დაფიქსირდა. დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთი წელი გავიდა, პანდემიასთან ბრძოლა საქართველოშიც და გლობალურადაც, გრძელდება. დღეის მონაცემებით, 1 177 შემთხვევა გვაქვს, რაც, რა თქმა უნდა, იმ მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად, რომლებიც ჩვენ ბოლო ორი თვის განმავლობაში განვახორციელეთ, პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში, აბსოლუტურ ციფრებში, დღეში 1 500 ინფიცირებული საკმაოდ მაღალი ციფრია. ვხედავთ, რა ხდება ევროპაში, ყველგან მძიმდება მდგომარეობა. შეზღუდვები მკაცრდება, თუმცა, ჩვენ, ამ შემთხვევაში, 1-ელ თებერვლამდე გავაგრძელებთ იმ შეზღუდვებს, რომლებიც დღეს მოქმედებს!, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google