ვისთვის შეიზღუდა მოძრაობა გომბორის გზაზე
ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე დილიდან თოვს. როგორც speqtri.ge-ს საგზაო სამმართველოში განუცხადეს,უღელტეხილი ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება. "უღელტეხილზე ყინავს,სამი მანქანაა გასული, იწმინდება გზა და ვაყრით ტექნიკურ მარილს. შეზღუდვა აქვს მხოლოდ ზაფხულის საბურავებიან მანქანებს,დანარჩენი ავტომობილები ჩვეულებრივ გადაადგილდებიან,"-აღნიშნა თელავის საგზაო სამმართველოს უფროსმა თამაზ აბდულაშვილმა.                                                         გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მდგომარეობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google