დახმარების მისაღებად განაცხადის წარდგენა 20 თებერვლამდე გაგრძელდება
ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის განაცხადა.

„განაცხადების მიღება გაგრძელდება 20 თებერვლამდე, ხოლო 28 თებერვლიდან დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა. ეს გახლავთ 1 200 ლარი 6 თვის განმავლობაში. მე მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს ეს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 000 ასეთი განაცხადი“, - აღნიშნა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google