სასწავლო პროცესი დიდი ქალაქების გარდა, ყველგან დასწრებული რეჟიმით განახლდება
საქართველოს დიდი ქალაქების გარდა, 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი დასწრებულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში განახლდება. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

“2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 27 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად დაიწყება, რაც ნიშნავს, რომ 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება დიდ ქალაქებში: – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულში და გარდაბანში, სასწავლო პროცესი დაიწყება დისტანციურად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში. საქართველოში არსებულ სხვა ყველა საჯარო სკოლაში კი, სასწავლო პროცესი დაიწყება საკლასო ოთახებში”, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google