გურჯაანის სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყება
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 18 იანვარს სასწავლო პროცესი არ განახლდება.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ონლაინრეჟიმში გაგრძელდება.  
„მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა 18 იანვრიდან პირველი თებერვლის ჩათვლით ონლაინსწავლებაზე იქნება, ამგვარად მოსწავლეები ჯერჯერობით საკლასო ოთახებში ვერ დაბრუნდებიან. მიზეზი მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდსიტუაციაა. “

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ასევე დისტანციურად დაიწყება სწავლება საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულში, გარდაბანსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

| Print |
FaceBook Twitter Google