წვიმა და თოვლჭყაპი - როგორი ამინდი იქნება კახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში წვიმა და თოვლჭყაპია მოსალოდნელი.

უწყების ინფორმასციით იწვიმებს გურჯაანში, ჰაერის ტემპერატურა აქ დღისით +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში თოვლჭყაპია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. ასევე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. +5 გრადუსი და ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +2 გრადუსი იქნება

| Print |
FaceBook Twitter Google