როგორი ამინდი იქნება დღეს კახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში ცვალებადი ამინდი იქნება.

იწვიმებს გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა ასევე მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი. +7 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /