დიდ ქალაქებში მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდა
დღეიდან დიდ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი, ასევე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყვეს პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.

გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.

| Print |
FaceBook Twitter Google