რომელი თანამდებობის პირებს აქვთ არასწორად შევსებული დეკლარაცია კახეთში
საჯარო სამსახურის ბიურომ 2020 წლის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, კახეთში რამდენიმე თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია უარყოფითად შეფასდა. 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება მწვანეების" თავმჯდომარე რამაზ უტიაშვილს დეკლარაციაში არ აქვს მითითებული ინფორმაცია თანამდებობის პირის სამეწარმეო  საქმიანობის შესახებ, რისთვისაც მას ბიურომ გაფრთხილებაც მისცა.

აგრეთვე, ქონებრივ დეკლარაციაში ინფორმაცია თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრის სამეწარმეო  საქმიანობის შესახებ არ აქვს მითითებული გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილ მოადგილეს ნიკა გეთიაშვილს.

უარყოფითად შეფასდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ერბოწონაშვილის ქონებროვო დეკლარაციაც. თანამდებობის პირს არ აქვს ინფორმაცია მითითებული  საბანკო ანგარიშებისა და სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეის ოთარ
ჩალათაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში ცდომილებაა თანამდებობის პირის და ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშების ნაშთში,  დეკლარაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში, არ არის ასახული თანამდებობის
პირის ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა და ანაზღაურება,  დეკლარაციაში არ არის მითითებული თანამდებობის
პირის ხელშეკრულებები.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს როსტომ სესიაშვილს დეკლარაციაში არ არის მითითებული ოჯახის წევრის უძრავი ქონება; ცდომილებაა თანამდებობის პირის ოჯახის წევრის უძრავი ქონების ფართში; დეკლარაციაში არ არის მითითებული თანამდებობის ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები; აგრეთვე, ცდომილებაა სესიაშვილის  საბანკო ანგარიშის ნაშთში;  დეკლარაციაში არ არის მითითებული ინფორმაცია მერისა და მისი  ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერს შოთა ნარეკლიშვილს დეკლარაციაში ინფორმაცია არ აქვს ასახული სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქევხიშვილის დეკლარაციაც უარყოფითადაა შეფასებული. ცდომილებაა თანამდებობის პირის უძრავი ქონების ფართში, ასევე მისი და  ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშის ნაშთში.დეკლარაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირის საბანკო ანგარიში, დეკლარაციაში არ არის ასახული თანამდებობის პირისა და ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა.  დეკლარაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირის მიერ ერთჯერადად მიღებული შემოსავალი, რომლის ოდენობაც აღემატებოდა 3000 ლარს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თემურ ჯავაშვილს არ აქვს მითითებული ინფორმაცია თანამდებობის პირის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე დავით გოგოშვილის  დეკლარაციაში მითითებული არ არის თანამდებობის პირის ოჯახის წევრის უძრავი ქონება;

გურჯაანის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის გივი რამაზაშვილის დეკლარაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრის უძრავი და მოძრავი ქონება, აგრეთვე  თანამდებობის პირის საბანკო ანგარიში და ინფორმაცია რამაზაშვილის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ უარყოფითად შეფასდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მალხაზ მერაბიშვილის დეკლარაცია.  მას დეკლარაციაში მითითებული არ ჰქონდა თანამდებობის პირის და მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშები, პირადი და მისი ოჯახის წევრის ანაზღაურება,  ერთჯერადი გასავალი, რომლის ოდენობაც აღემატება 5000 ლარს და ერთჯერადი შემოსავალი, რომლის ოდენობაც აღემატება 3000 ლარს. ცდომილებაა აგრეთვე თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრის ანაზღაურებაში. 

ცნობისთვის, საჯარო სამსახურის ბიურომ საქართველოს მასშტაბით 349 თანამდებობის პირის დეკლარაცია შეამოწმა.  დადებითად შეფასდა 134 მათგანი, დაჯარიმდა – 177, გაფრთხილება მიეცა  29-ს და და მონიტორინგი შეწყდა – 8 თანამდებობის პირზე. 


ამავე თემაზე: 
რა ქონებას ფლობენ "ოცნების" კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები
რას მალავენ დეკლარაციებში კახეთის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეები









| Print |
FaceBook Twitter Google