თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლი
იწვის. ადგილზე ხუთი სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული.
როგორც speqtri.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში
განუცხადეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ახლა სალიკვიდაციო
სამუშაოები მიმდინარეობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი
უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები