200 ლარიანი დახმარების გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება
200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, დაქირავებულთა შესახებ მონაცემების წარდგენის ვადა ამოიწურა.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ჯამში, 160 ათასზე მეტი ფიზიკური პირი 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად დარეგისტრირდა. თანხის გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება. დამქირავებლის მხრიდან არასწორი ინფორმაციის წარდგენისა და კომპენსაციის უსაფუძვლოდ გაცემის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა განმცხადებელს ეკისრება.

| Print |
FaceBook Twitter Google