კახეთში ყინვა დღეს -7 გრადუსამდე მიაღწევს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში დღისით მზიანი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ღამით ყინვა დაფიქსირდება.

უმეტესად მზიანი დღე იქნება გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა აქ დღის განმავლობაში +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მზიანი ამინდია მოსალოდნელი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +1 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით კი -7 გრადუსია მოსალოდნელი.
+4 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / ყინვა /