ცხრა აპრილის ქუჩაზე მინიმოედნის მოწყობა დასრულდა
ცხრა აპრილის ქუჩაზე მინიმოედნის მშენებლობა უკვე დასრულდა . მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, ტენდერის ფარგლებში ორი სტადიონის მოწყობა იყო დაგეგმილი.
„პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო ორი მინიმოედნის მშენებლობა ცხრა აპრილის და სანაპიროს ქუჩებზე, რისთვისაც 129 ათასი ლარი განისაზღვრა. ცხრა აპრილზე სამუშაოები დასრულდა 31 დეკემბერს, სანაპიროზე კი - ყინვამ შეუშალათ ხელი. სავარაუდოდ იქ პროცესი 10 თებერვლამდე დასრულდება. მოეწყობა მწვანე ხელოვნური საფარი, ეს არის კომბინირებული მოედანი როგორც ფეხბურთის, ისე კალათბურთის სათამაშოდ. “

მისივე თქმით, მინი მოედნების მოწყობა დასრულდა ასევე სოფელ ვეჯინსა და კარდენახში.

| Print |
FaceBook Twitter Google