კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის ხელმძღვანელობით COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა. მას კახეთის მუნიციპალიტეტების მერები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებისა და იმუნიზაციის პროცესში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე COVID-19-ის ვაქცინაციის ეროვნული გეგმის განხორციელებისთვის რეგიონში არსებული მზაობა განიხილეს და ვაქცინაციის პროცესის წარმართვის შესახებ იმსჯელეს.

დისტანციურ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ და ამერიკაში მოღვაწე თელაველმა ექიმმა, დავით მრელაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google