მთავრობამ Covid-ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა
პრეზენტაცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გამართა, მისი თქმით, ძირითადი ამოცანაა, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრას.

„დღეს მთავრობის სხდომაზე განხილული იქნა და დამტკიცდა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომელიც იქნება გზამკვლევი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისთვის წლის ბოლომდე. გეგმის ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ წლის ბოლომდე მოცული იყოს მოსახლეობის 60%. ეს არის იმისთვის, რომ ბუნებრივი იმუნიტეტის და ვაქცინაციის მოცვით, მოსახლეობის უმრავლესობა იყოს დაცული იმუნური პასუხით და მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ მოხდეს ეკონომიკის გახსნა უსაფრთხოდ და ქვეყანაში აღარ იყოს ვირუსის გავრცელების რისკები. ეს ამოცანა გარკვეულწილად ამბიციურია სხვა ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებით, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ რეალისტური და შესაძლებელია. ძირითადი დაშვებები, რომელსაც გეგმა ემაყრება არის ის, რომ სიტუაცია ვაქცინებთან მიმართებით მუმდივად განახლებადია. თუ დღეს ჩვენ ავტორიზებულ ვაქცინებზე ვსაბრობთ Pfizer-ის,“მოდერნას” და “ასტრაზენეკასთან” მიმართებაში, შემუშავების პროცესში არის კიდევ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა, რომელიც საკმაოდ პერსპექტიულია და კარგი შანსი აქვს იმისი, რომ უახლოეს თვეებში მიიღებენ ისინიც ავტორიზაციას, რაც მეტად მრავალფეროვანს გახდის ბაზარს ვაქცინებთან მიმართებით და ჩვენც ბუნებრივია, ამ ჩვენს გეგმაში ავსახავთ იმ ვაქცინებს, რომელიც იქნება ეფექტური და ხარისიხანი“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google