საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაციის
ახალი ეტაპი დაიწყო.
სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ფაზაში პროექტის საველე საკადასტრო
აზომვითი სამუშაოები განხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შემდეგ
ადმინისტრაციულ ერთეულებში:
- ქალაქი საგარეჯო;
- ნინოწმინდა;
-წყაროსთავი;
- გიორგიწმინდა;
- დუზაგრამა;
- იორმუღანლო;
- ლამბალო;
-თულარი;
-ყანდაურა;
- შიბლიანი.
პროექტი მოსახლეობას საშუალებას მისცემს დაირეგისტრირონ კუთვნილი
მიწის ნაკვეთი მარტივად, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე.
პროექტის ფარგლებში უფასოა ყველა სახის სარეგისტრაციო
მომსახურება:
- უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და
სისტემატიზება;
-საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მომზადება;
-საკადასტრო მონაცემების ცვლილება;
-საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია;
- საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის
ნაკვეთის დაზუსტება;
-ნოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, დავების გადაწყვეტა
(მედიაცია);
-თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;
მასალის გამოყენების პირობები