პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელთა გამოცდისთვის რეგისტრაცია მარტში დაიწყება
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელთა გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია 2021 წლის მარტში დაიწყება.

გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი და შრომის ანაზღაურებასთან ერთად, საგნის მასწავლებლის მსგავსად, მიეცემა სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატი. პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს 2023 წლის 1-ლ იანვრამდე ეძლევათ შესაძლებლობა, დაადასტურონ კომპეტენცია, რაც „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს.

რაც შეეხება გამოცდების ჩატარების ზუსტ თარიღს, იგი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციაზე.

| Print |
FaceBook Twitter Google