სოფელ დუისში პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პანკისის სოფელ დუისში იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი დააკავეს.

ბრალდებულმა 45 წლის ხიზირ გაურგაშვილმა მიმდინარე წლის 17 იანვარს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, ურთიერთშელაპარაკებისას თანასოფლელს იბრაჰიმ ქავთარაშვილს იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობის კონკრეტული მოტივი ამ დრომდე უცნობია.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

| Print |
FaceBook Twitter Google