კახეთში ღამით კვლავ ყინვაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება, თუმცა ღამით კვლავ ყინვაა მოსალოდნელი.
მზიანი დღე იქნება გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მზიანი ამინდია თელავში, სადაც დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6 გრადუსი იქნება. +4 გრადუსი და თოვაა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / ყინვა /