კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მსოფლიოში 97 მილიონს გადააჭარბა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 97 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 97 116 661 შემთხვევა გამოვლინდა, 2 081 489 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 53 558 169 - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 24 475 210 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 407 111 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google