პირველი მარტიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლების გახსნა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა იგეგმება
ინფრასტრუქტურის მინისტრის და ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განმარტებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლების გახსნა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა 1-ლი მარტიდან იგეგმება. - ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 1-ლი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.

| Print |
FaceBook Twitter Google