ბაღებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი სავარაუდოდ მარტიდან განახლდება
საბავშვო ბაღებში, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი სავარაუდოდ პირველი მარტიდან განახლდება. შესაბამისი გაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველაფერი ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული. 

„საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია 1-ელი მარტიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google